Wednesday, November 14, 2012
Monday, November 5, 2012
პროექტი-ჩემი სოფლის წარსული და დღევანდელობა
1.პროექტის სახეწოდება:
|
ჩემი სოფლის წარსული და დღევანდელობა
|
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)
|
მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი
სოფლის ისტორიულ
ძეგლებს, სოფლის ტოპონიმიკას,ღირშესანიშნაობებს,ცნობილ ადამიანებს.
|
3.პროექტის მოკლე აღწერა
|
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ
ინფორმაცია სოფელში არსებული ისტორიულ
ძეგლებზე,ადგილების სახელწოდებების
წარმოშობაზე,ცნობილ ადამიანებზე ,რომლებიც
არგვეთიდანაა.
|
4.პროექტის სრული აღწერა
|
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.
1 ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია
სოფლის ისტორიულ ძეგლებზე.
2 ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია ადგილების
სახელწოდებების წარმოშობის შესახებ.
3ჯგუფს დაევალება მოიძიონ
ინფორმაცია ცნობილ ადამიანებზე, რომელთა
ფესვები არგვეთშია.
4ჯგუფს დაევალება სოფელ
არგვეთის შესახებ ზოგადი
ინფორმაციის მოძიება.
ბოლოს მოხდება შეჯამება პროექტის შეფასების
რუბრიკებით.
|
5.მონაწილეთა ასაკი
|
9 კლასი
|
6.ვადები-ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
7.პროექტის შედეგები და პროდუქტები,რაც შეიძლება
შეიქმნას.
|
მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი
სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას
და შეძლებენ გეოგრაფიაში მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში
მაგ;შექმნიან არგვეთის ადგილის
გეგმას.ისტორიული ძეგლების შესახებ ინფომაციას გააცნობენ
კლასს.მოხდება სურათების წარდგენა კომპიუტერის საშუალებით .
|
8.უნარ-ჩვევები.
|
მოსწავლეს ჩამოუყალიბდება კვლევა -ძიების,ანალიტიკური ,შემოქმედებითი უნარები.შეძლებენ გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
|
9.საჭირო რესურსები.
|
კალამი.ფოტო მასალა, კომპიუტერი,მარკერები.ფერედი ფანქრები,ინტერნეტი,პირადი ინტერვიუ.
|
10.საგნებთან-ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი.
|
საგნებთან კავშირი:ისტორია,ქართული
.ისტი.
ეროვნულ გეგმასთან კავშირი.
გეოIX.1მოსწავლეს შეუძლია
რუკების და სხვა
თვალსაჩინოებების(ფოტოები,გრაფიკები,დიაგრამების)
დახმარებით დაახასიათოს ადგილი,მოვლენა ,პროცესი.შეადგინოს თემატური
რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
.აანალიზებს რუკების ,ცხრილების,დიაგრამების და სხვა სქემების საშუალებით
წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას.
.სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე
ადგენს
სხვადასხვა სირთულის ნახაზებს .
.მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს
თემატურ რუკას.(ამ შემთხვევაში სოფლის ადგილის გეგმას.)
|
11.პროექტის ხელმძღვანელი.
|
არგვეთის საჯარო სკოლის
გეოგრაფიის მასწავლებელი:ნონა ხომასურიძე.
|
Subscribe to:
Posts (Atom)